არაცნობიერი და ქცევის ფსიქოლოგია

Back To Shop

არაცნობიერი და ქცევის ფსიქოლოგია

250,00 

6 საწყობშია

კატეგორია:

აღწერა

ტრენინგ კურსი „არაცნობიერი და ქცევის ფსიქოლოგია“.
ადამიანის ქცევა არ არის მხოლოდ ლოგიკური და გაცნობიერებული არჩევანის შედეგი.
თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი რეაქციების, ემოციებისა და გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ნაწილი განპირობებულია არაცნობიერი მექანიზმებით, გამოცდილებებით, შინაგანი კონფლიქტებითა და ავტომატიზირებული პატერნებით, რომლებიც ხშირად თავადაც არ გვაქვს გაცნობიერებული.
სწორედ ამ პროცესების სიღრმისეული გააზრება არის როგორც პიროვნული ცვლილების, ისე პროფესიული ეფექტურობის საფუძველი.
კურსის თემები :
1. განწყობა. ასიმილაცია, აკომოდაცია. განწყობის მოქმედების ოთხი მთავარი მახასიათებელი.
2. თავკერძობა, ეგოცენტრიზმი, ეგოიზმი. თავკერძობის განშტოებანი.
3. დეცენტრაცია. ჯგუფური თავკერძობის ტიპები.
4. ზრდასრულთა თავკერძობის ცხოვრებისეული კერძო შემთხვევები
5. უნდილობა, ინფანტილიზმი. თავკერძობის ძლევის პედაგოგიური მნიშვნელოვნება,
დეცენტრაციის მნიშვნელოვნება მედიაციაში.
6. ცნობიერება, გაცნობიერება. არაცნობიერი, ქვეცნობიერი. ქვეცნობიერი მეხსიერება, გაუცნობიერებელი მოქმედება.
7. ასოციაციები და ფანტაზიები, სიზმარი; ჰიპნოზი. განდევნილ-ჩახშობილი განცდები; რაციონალიზაცია, რაციონალიზაცია და ცივილიზაცია.
8. არაცნობიერის სხვა მაგალითები და გამოვლინებანი: გაუცნობიერებელი აღქმა, გუმანი და ინტუიციური წვდომა, არჩევანი, გადაწყვეტილების მიღება; ჰიპერკომპენსაცია; სუბლიმაცია; ფსიქოლოგიური ცენზურა. ფსიქოლოგიური ჩაბეჭდვა, საზოგადოების ზემოქმედება; ქარიზმა.
📚 კურსი მიზნად ისახავს მონაწილეებს მისცეს სისტემური ცოდნა ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიის შესახებ და დაანახოს, თუ როგორ ყალიბდება ქცევა არაცნობიერი პროცესების გავლენით.
პროგრამა მოიცავს:
✔️არაცნობიერი პროცესების სტრუქტურასა და ფუნქციონირებას
✔️ქცევის ფორმირების ფსიქოლოგიურ მექანიზმებს
✔️შიდა კონფლიქტებსა და მათ გავლენას ქცევაზე
✔️აზროვნების და ქცევის დისფუნქციური პატერნების ამოცნობასა და ტრანსფორმაციას
✔️ემოციური რეაქციების საფუძვლების გააზრებას და სხვა.
🎓 კურსს ატარებს:
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ვახანია
📍კურსი განსაკუთრებით რეკომენდებულია:
✔️ფსიქოლოგებისთვის და ფსიქოთერაპევტებისთვის – პროფესიული ხედვის გაღრმავებისა და პრაქტიკის გამდიდრებისთვის
✔️მასწავლებლებისთვის – მოსწავლეთა ქცევის უკეთ გასაგებად
✔️HR სპეციალისტებისთვის – ადამიანური რესურსების მართვის ეფექტურობის გასაზრდელად
✔️და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს სერიოზული ინტერესი თვითშემეცნების და ფსიქოლოგიის მიმართ.
კურსის მონაწილე იწყებს საკუთარი ფსიქიკური პროცესების რეალურ გააზრებას
ამოიცნობს იმ არაცნობიერ პატერნებს, რომლებიც განსაზღვრავს მის ქცევას. იძენს უნარს, გაარჩიოს რა არის რეაქცია, დაცვითი მექანიზმი და რეალური მოტივაცია.
შედეგად, ადამიანი არა მხოლოდ უკეთ ერკვევა საკუთარ თავში,
არამედ იღებს შესაძლებლობას, უკეთ გააცნობიეროს სხვა ადამიანების ქცევებიც, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც პირად, ისე პროფესიულ ურთიერთობებში.
📍კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე:
✔️ფლობს არაცნობიერი პროცესების გააზრების საფუძვლებს
✔️უკეთ მართავს საკუთარ ემოციებსა და ქცევებს
✔️ახერხებს ქცევის ანალიზს პროფესიულ კონტექსტში
✔️აუმჯობესებს კომუნიკაციას და ურთიერთობებს
📜 გაიცემა სერტიფიკატი
📅 დეტალები
ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა
დაწყება: 12 მაისი
ფორმატი: დასწრებით და ონლაინ
💰 ღირებულება:
1 თვე – 250 ლარი ( სრული კურსის წინასწარ შეძენის შემთხვევაში 450 ლარი)
🎓 სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის მოქმედებს – 20% ფასდაკლება
ეს არის იშვიათი შესაძლებლობა, მიიღოთ არა უბრალოდ ცოდნა, არამედ ისეთი გააზრება, რომელიც პირდაპირ აისახება თქვენს ცხოვრებასა და პროფესიულ ეფექტურობაზე.
📩 რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე :