ეგო, ჩრდილი, ხიდრის იგავი

ყურანის მე-18 სურაში მოთხრობილია ალაჰის მსახურ ხიდრისა და მუსას შეხვედრის ამბავი, რომელსაც იუნგი ძალიან საინტერესოდ ხსნის.

👳‍♂️ ამბავი ასეთია: ღმერთის მართალი მსახური ანგელოზი ხიდრი ხვდება მუსას (მოსეს), ვინც სთხოვს მას თანამგზავრად გაიყოლოს. ხიდრი პასუხობს, რომ ამისთვის მუსამ რწმენისა და მიმღებლობის ის ხარისხი უნდა გამოავლინოს, რომელიც ამ თანამგზავრობას შეეფერება. მუსამ არ უნდა დასვას შეკითხვები და მოვლენა უნდა მიიღოს ისე, როგორც არის.

👳‍♂️ მუსა მზადაა და ისინიც იწყებენ მოგზაურობას, რომელმაც გამოცდა უნდა გაიაროს.

👳‍♂️ პირველი გამოცდა ასეთია: ხიდრსა და მუსას მეთევზეები გადაიყვანენ ზღვაზე. ხიდრი კი ნავს გახვრეტს და ჩაძირავს. ყველა გადარჩება. მუსა აღშფოთებულია და პასუხს ითხოვს. ხიდრი ამბობს, რომ ვერ გაუძლო გამოცდას და უნდა გაშორდეს, მაგრამ მუსა შეევედრება მასთან დარჩენას და ისინიც გზას აგრძელებენ.

👳‍♂️ ხვდებიან პატარა ბიჭს, ვისაც ხიდრი უცაბედად მოკლავს. მუსა ამაზეც აღშფოთდება და ხიდრი ისევ აპირებს გაცლას. მუსა ისევ ევედრება დარჩეს და აი, მესამე განსაცდელიც:

👳‍♂️ ისინი მიადგებიან ქალაქს, სადაც არავინ მიიღებს სტუმრებს, მაგრამ ხიდრი ქალაქის ერთ, მოყანყალებულ კედელს უსასყიდლოდ შეაკეთებს. მუსა ამბობს: ვიცი, ორჯერ მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია ამასაც შევეგუო. რატომ დაეხმარე ამ ხალხს? ისინი ხომ ურჯულოები არიან?

👳‍♂️ ხიდრი ამბობს, რომ ახლა ნამდვილად გაშორდება მუსას, წასლამდე კი აუხსნის მომხდარის შინაგან ბუნებას, რასაც მუსას თვალები ვერ ხედავს.

👳‍♂️ მეთევზეების ნავის გახვრეტის მიზეზი ის იყო, რომ მათ ნავს ბოროტი მეფე უახლოვდებოდა, ვინც ყველა ნავს ისაკუთრებდა. ჩაძირვით ყველანი გადარჩნენ და როცა მეკობრე გაშორდებოდა, მეთევზეები ნავს დაიბრუნებდნენ, შეაკეთებდნენ.

👳‍♂️ ბავშვის მკვლელობა ასე იხსნება: ამ ბიჭუნას მართლმორწმუნე მუსლიმი მშობლები ჰყავდა, ვინც დღედაღამ იმას ევედრებოდნენ ალაჰს, სათნო ოჯახი ჰქონოდათ, მაგრამ მათი შვილი ბოროტი სულის ადამიანი აღმოჩნდა. ის გაიზრდებოდა და ბევრ ცუდს ჩაიდენდა, მშობლები კი შვილის სიყვარულის ვერდათმობის სანაცვლოდ, თავადაც გადაუდგებოდნენ ღმერთს, ვინც ასე დაიცვა მათი გულუბრყვილო სულები.

👳‍♂️ მესამე ამბავს ასე ხსნის ხიდრი: მოყანყალებული კედლის ძირში განძი იყო დაფლული. ეს განძი იმ ქალაქის ორ ძმას ეკუთვნოდა. ბავშვებს. კედელი რომ ჩამონგრეულიყო, ქალაქელები განძს წაართმევდნენ პატარებს, რომელთა მოდგმაც მართლმორწმუნე მუსლიმები იყვნენ და ეს განძიც მათი საჩუქარი იყო ღვთისგან.

👳‍♂️ მუსა ხვდება, რომ მისი ლოგიკა განსხვავდება ღვთიურისგან, ამიტომ ემშვიდობება ხიდრს და აგრძელებს გზას.

👳‍♂️ იუნგი ამ სურას საინტერესოდ ხსნის.

ის ხიდრს თვითს ადარებს, რომელიც ეგოს (მუსას) მიუძღვება, მაგრამ ეგოს არ აქვს საკმარისი რესურსი, რათა ირწმუნოს თვითის და ემორჩილება ჩრდილს.

👳‍♂️ ის, რაც მოკლე მანძილზე მიუღებელი, საშიში და აუხსნელი ჩანს, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა ადამიანის უნარებისა და რესურსის გახსნას საუკეთესოდ ემსახურებოდეს.

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *